ცნობილი გასტრონომიული ბრენდი MayaBay, მონაკოდან ბათუმსა და გუდაურში შემოდის Maya Collection საქართველოში Petra Group-ის ორ პროექტში შევა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Petra Group-ი საკუთარი პროექტების საერთაშორისო პოზიციონირებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობით აძლიერებს. მონაკოში დაფუძნებული გასტრონომიული ბრენდი Maya Collection საქართველოში Petra Group-ის ორ პროექტში შევა - შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე Petra Sea Resort-ში და გუდაურში განვითარებად Petra Ski Resort-ში.

პარტნიორობის ფარგლებში, Petra Sea Resort-ში MayaBay Beach Club-ი Pullman Hotel & Residences-ის მიმდებარედ განთავსდება, ხოლო Petra Ski Resort-ში MayaBay-ის რესტორანი Swissôtel Hotel & Residences Gudauri-ის ერთ-ერთი მთავარი გასტრონომიული სივრცე გახდება.

Petra Group-ისთვის ეს თანამშრომლობა მხოლოდ ახალი ბრენდის დამატებას არ ნიშნავს. კომპანიის CEO თინათინ კალანდარიშვილის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების შერჩევა Petra Group-ისთვის ყოველთვის სტრატეგიული პროცესია.

"ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ ცნობილ ბრენდებს - ვირჩევთ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი პროექტებისთვის, მესაკუთრეებისა და სტუმრებისთვის რეალურ დამატებით ღირებულებას ქმნიან", - ამბობს თინათინ კალანდარიშვილი.

მისივე თქმით, Maya Collection-თან თანამშრომლობა Petra Group-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანიის პროექტები საერთაშორისო ბრენდების მიერ რეგიონული მნიშვნელობის კურორტებად აღიქმება.

Petra Group-ის პროექტებში უკვე წარმოდგენილია ისეთი გლობალური ბრენდები, როგორებიცაა Pullman-ი და Swissôtel-ი.

Accor-თან პარტნიორობა კომპანიისთვის საერთაშორისო ნდობის მნიშვნელოვანი საფუძველია, ხოლო Maya Collection-ის შემოსვლა ამ ეკოსისტემას კიდევ უფრო აძლიერებს.

თინათინ კალანდარიშვილის განმარტებით, ორივე პროექტი თავიდანვე საერთაშორისო მასშტაბის კურორტად იყო ჩაფიქრებული. Petra Sea Resort-ი შავი ზღვის სანაპიროზე პრემიუმ ზღვისპირა ცხოვრების სტილის განვითარებას ისახავს მიზნად, ხოლო Petra Ski Resort-ი გუდაურში საერთაშორისო კლასის მთის კურორტის შექმნას ემსახურება, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ბრენდის დახმარებით.

"Maya Collection-მა დაინახა, რომ საქართველოში შემოსვლისთვის სწორ პარტნიორს შეხვდა - სწორი ხედვით, სწორი პროექტებით და საერთაშორისო მასშტაბის ამბიციით", - აღნიშნავს კალანდარიშვილი.

Maya Collection-ი უკვე წარმოდგენილია ისეთ ცნობილ ტურისტულ მიმართულებებში, როგორებიცაა მონაკო, დუბაი, პორტო-მონტენეგრო, კურშაველი და ვესტ-პალმ-ბიჩი. უახლოეს პერიოდში ბრენდის ახალი ობიექტები ლონდონსა და მიკონოსზეც გაიხსნება.

Maya Collection-ის CEO რიჩარდ მარიას თქმით, კომპანიის განვითარების ლოგიკა მკაფიოა - ბრენდი მიჰყვება საკუთარ მომხმარებელს იმ მიმართულებებზე, რომლებიც მათთვის ცხოვრების, დასვენების, მოგზაურობისა და ინვესტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მივყვებით ჩვენს მომხმარებლებს იმ ადგილებში, სადაც ისინი მოგზაურობენ, ცხოვრებას ირჩევენ, ინვესტიციებს ახორციელებენ და საქმიან კავშირებს ამყარებენ. ამ კონტექსტში საქართველო ბუნებრივად იქცა მომავლის მიმართულებად", - ამბობს რიჩარდ მარია.

მისი შეფასებით, Petra Group-თან პარტნიორობა Maya Collection-ისთვის ბუნებრივი არჩევანი იყო, რადგან მხარეებს საერთო ღირებულებები და გრძელვადიანი ხედვა აერთიანებთ.

Petra Sea Resort-ში MayaBay Beach Club-ი კურორტის ერთ-ერთ მთავარ გასტრონომიულ და გასართობ სივრცედ ჩამოყალიბდება. თანამედროვე კურორტის კონცეფცია მხოლოდ სასტუმროს ან რეზიდენციების არსებობას აღარ გულისხმობს - სტუმრები დღეს სრულ გამოცდილებას ეძებენ: ხარისხიან გასტრონომიას, მუსიკას, დიზაინს, ატმოსფეროსა და ცხოვრების სტილს.

სწორედ ამ გამოცდილების შემოტანას ემსახურება MayaBay Beach Club-ის განთავსება Petra Sea Resort-ში. MayaBay-ის საერთაშორისო გამოცდილება აერთიანებს მაღალი დონის გასტრონომიას, მუსიკას, დიზაინსა და lifestyle-ს, რაც Petra Sea Resort-ის ზღვისპირა კონცეფციას დამატებით ძალას შესძენს.

რიჩარდ მარიას თქმით, MayaBay-ის როლი მხოლოდ გასტრონომიული ობიექტის ოპერირებით არ შემოიფარგლება. მისი შეფასებით, ძლიერი ბრენდი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც სასტუმროს, ისე რეზიდენციების საერთო პოზიციონირებაზე.

"გვჯერა, რომ MayaBay მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იქნება როგორც სასტუმროსთვის, ისე რეზიდენციებისთვის. მსგავსი სინერგია მთლიან პროექტს მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას შესძენს", - ამბობს მარია.

Maya Collection-ის მეორე კონცეფცია Petra Group-ის მთის კურორტში, Swissôtel Hotel & Residences Gudauri-ში განვითარდება. პროექტი მოიცავს Swissôtel-ის 180-ნომრიან სასტუმროს, Swissôtel-ის ბრენდის 290 რეზიდენციას და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.

თუ Petra Sea Resort-ი ზღვისპირა ცხოვრების სტილსა და ზაფხულის ტურიზმზეა ორიენტირებული, Gudauri-ის პროექტი სტუმრებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს - მთას, აქტიურ დასვენებას და après-ski კულტურას.

გუდაურში MayaBay რესტორნის ფორმატით იქნება წარმოდგენილი და Swissôtel Hotel & Residences-ის ერთ-ერთ მთავარ გასტრონომიულ ცენტრად ჩამოყალიბდება. კონცეფცია მორგებული იქნება მთის კურორტის ატმოსფეროზე, სტუმრების მოლოდინზე და იმ გამოცდილებაზე, რომელიც MayaBay-ს ფრანგულ ალპებში — კურშაველსა და მერიბელში - უკვე აქვს დაგროვებული.

"Maya Collection-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ბრენდს შეუძლია შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა და ამავე დროს ორგანულად მოერგოს სრულიად განსხვავებულ გარემოს", - ამბობს თინათინ კალანდარიშვილი.

რიჩარდ მარიას განმარტებით, გუდაურის კონცეფცია MayaBay Courchevel-ის გამოცდილების გაგრძელებაა. ბრენდი უკვე კარგად იცნობს მაღალი კლასის მთის კურორტების სპეციფიკას, რაც საქართველოს პროექტში დაგროვილი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას ქმნის.

Maya Collection-ის მიდგომა ახალ ბაზრებზე შესვლისას საერთაშორისო იდენტობისა და ადგილობრივი კულტურის ბალანსს ეფუძნება. რიჩარდ მარიას თქმით, ბრენდის თითოეულ ახალ მიმართულებასთან ადაპტაცია მისი საერთაშორისო კლიენტურის ღრმა ცოდნას ეყრდნობა.

"მენიუს დაახლოებით 20% კონკრეტული ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებსა და გემოვნებას ერგება", — აღნიშნავს Maya Collection-ის CEO.

Petra Group-ში მიაჩნიათ, რომ Maya Collection-ის შემოსვლა ორივე პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობასაც გააძლიერებს. თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველი მხოლოდ ბინას აღარ ყიდულობს — ის ყიდულობს ცხოვრების სტილს, სერვისს, ბრენდს და გამოცდილებას.

"საერთაშორისო ბრენდების არსებობა, როგორიცაა Pullman-ი, Swissôtel-ი და ახლა უკვე Maya Collection-ი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროექტის ცნობადობაზე, მოთხოვნასა და გრძელვადიან ღირებულებაზე", — ამბობს თინათინ კალანდარიშვილი.

მისი შეფასებით, ძლიერი საერთაშორისო ბრენდებით გამყარებულ პროექტებს, როგორც წესი, უფრო მაღალი კაპიტალიზაციის პოტენციალი აქვთ და უკეთეს შედეგებს აჩვენებენ როგორც გაყიდვების, ისე ქირავნობის მიმართულებით.

Maya Collection-ის საქართველოში შემოსვლას Petra Group-ში ქვეყნის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მნიშვნელოვან სიგნალად განიხილავენ. ასეთი პარტნიორობები ზრდის საქართველოს საერთაშორისო ცნობადობას, იზიდავს ახალ აუდიტორიას და ხელს უწყობს უფრო მაღალი ხარჯვის უნარის მქონე ტურისტების მოზიდვას.

Petra Sea Resort-ში ამჟამად ექვსი შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო MayaBay Beach Club-ის პროექტირებაში უკვე ჩართულები არიან საერთაშორისო კონსულტანტები, მათ შორის ცნობილი ფრანგი არქიტექტორი სილვესტრ მურინე. დაგეგმილია, რომ MayaBay Beach Club-ი პირველ სტუმრებს 2027 წლის ზაფხულში უმასპინძლებს.

Swissôtel Hotel & Residences Gudauri-შიც აქტიური განვითარების პროცესი მიმდინარეობს. Petra Group-ის მიზანია, ორივე პროექტი არა მხოლოდ გამორჩეულ არქიტექტურულ და საინვესტიციო პროდუქტად ჩამოყალიბდეს, არამედ საქართველოს კურორტების განვითარების ისტორიაში ახალი სტანდარტი შექმნას.

რიჩარდ მარიასთვის Maya Collection-ის საქართველოში შემოსვლა მკაფიო გზავნილია საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის.

"საქართველო მომავლის ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მას სათანადოდ ვერ აფასებენ, ქვეყანას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი კლიენტები უკვე არიან საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ბაზარი ჩვენი ბრენდის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისთვის სწორი და პერსპექტიული მიმართულებაა", — ამბობს Maya Collection-ის CEO.