სასტუმრო ibis Tbilisi City: კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესგარემოში წარმატებული შეხვედრისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სივრცის შერჩევა, რომელიც კომფორტს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროფესიონალურ მომსახურებას აერთიანებს. სასტუმრო ibis Tbilisi City სტუმრებს ოთხ თანამედროვე შეხვედრების სივრცეს სთავაზობს, რომელთა ტევადობა 100 ადამიანამდეა. სივრცეები სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაზეა მორგებული, მცირე ბიზნესშეხვედრებითა და ტრენინგებით დაწყებული, კონფერენციებით, პრეზენტაციებითა და კორპორატიული ღონისძიებებით დამთავრებული.

შეხვედრების სივრცეების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ბუნებრივი განათებაა. დღის შუქი ოთახებში ნათელ და კომფორტულ გარემოს ქმნის, ხოლო თანამედროვე ინტერიერი და ფუნქციური განლაგება ღონისძიების სხვადასხვა ფორმატზე მორგების შესაძლებლობას იძლევა. ibis Tbilisi City-ის შეხვედრების ოთახები თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი, რაც პრეზენტაციების, ტრენინგებისა და სამუშაო სესიების კომფორტულად ჩატარებას უწყობს ხელს.

ღონისძიების ფორმატის შესაბამისად, შესაძლებელია ყავის შესვენების, მსუბუქი წასახემსებლის, ლანჩისა და სრულფასოვანი კვების ორგანიზება. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია პარკინგის სივრცეც, რაც ღონისძიებაზე მისვლას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

ibis Tbilisi City თბილისში, ორთაჭალაში მდებარეობს. მისი მოსახერხებელი ადგილმდებარეობა სტუმრებს უადვილებს როგორც სატრანსპორტო, ისე საფეხმავლო გადაადგილებას ისტორიული ცენტრისა და ძირითადი სავაჭრო და ბიზნესლოკაციების მიმართულებით. ეს სასტუმროს მოსახერხებელ არჩევანად აქცევს როგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი ვიზიტებისთვის.

სასტუმროში სტუმრებს 156 ოთახი, ოთხი შეხვედრების სივრცე, რესტორანი MARILI და ფიტნესსივრცე დახვდებათ.

ეკომეგობრული მიდგომა ibis Tbilisi City-ის ყოველდღიური ოპერირების ნაწილია. სასტუმრო ყოველდღიურ საქმიანობაში ზრუნავს რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, ნარჩენების მართვასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე. ამ მიდგომის ნაწილია ერთჯერადი პლასტმასის მოხმარების შემცირება, ეკომეგობრული გადაწყვეტილებების დანერგვა და პლასტმასის ნივთების ხის ალტერნატივებით ჩანაცვლება. სწორედ ასეთი ყოველდღიური პრაქტიკების მეშვეობით არის ინტეგრირებული მდგრადი სტუმარმასპინძლობის პრინციპები სასტუმროს საქმიანობაში.