რატომ ხარჯავენ კომპანიები სულ უფრო მეტ მარკეტინგულ ბიუჯეტს AI კამპანიებზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს, რადგან ბრენდებს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად გამოცადონ ახალი იდეები, შექმნან განსხვავებული ვიზუალური კონტენტი და აუდიტორიასთან კომუნიკაციის ახალი ფორმები გამოიყენონ.

სწორედ ამ ახალ შესაძლებლობებზე მუშაობს ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Admagica.ai, რომლის პლატფორმაც ბიზნესებს AI აგენტების დახმარებით მარკეტინგული პროცესების ავტომატიზაციასა და კამპანიების უფრო ეფექტურად მართვაში ეხმარება.

პარალელურად, ქართულ ბაზარზე Admagica-მ AI მარკეტინგული სააგენტოს მიმართულებაც განავითარა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინდუსტრიის ბრენდებისთვის AI-ზე დაფუძნებულ სარეკლამო კამპანიებს ქმნის.

კომპანიის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, გიგი კურტანიძის თქმით, ამ მიმართულების განვითარება სწორედ ქართულ ბაზარზე AI ვიდეო კამპანიებზე სწრაფად გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

"დღეს ბრენდებს AI-ის დახმარებით შეუძლიათ შექმნან ისეთი ვიზუალური კამპანიები, რომლებიც აქამდე დიდ დროსა და რესურსს მოითხოვდა. ეს კომპანიებს საშუალებას აძლევს, მეტი ბიუჯეტი უშუალოდ კამპანიის მასშტაბირებას დაუთმონ", - ამბობს გიგი კურტანიძე.

ამავე ტექნოლოგიური გამოცდილების გამოყენებით გუნდმა საქართველოში უკვე არაერთი წარმატებული AI ვიდეო კამპანია შექმნა.

Admagica-ს პორტფელში უკვე არაერთი წარმატებული AI კამპანიაა, რომლებიც შეიქმნა ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა:

Aversi Pharma, Zoommer, MEAMA, Ambassadori, Kings Garden, Apart Group, Freigo, Eden Estate, Tbilisi Boulevard, Big Sam, Svanidze Oil და სხვა. (იხილეთ პორფოლიო)

როცა კამპანიის იდეას AI უფრო ხელმისაწვდომს ხდის

გიგი კურტანიძის თქმით, AI ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მარკეტინგული რესურსები უფრო ეფექტურად გადაანაწილონ და ბიუჯეტი იქ მიმართონ, სადაც მას მეტი შედეგის მოტანა შეუძლია.

მაღალი ხარისხის კამპანიის შექმნას ტრადიციული მეთოდებით ხშირად სჭირდება დიდი გუნდი, მრავალი სამუშაო დღე, ლოკაციები, ტექნიკა, მსახიობები, ვიზუალური ეფექტები და ბევრი სხვა რესურსი. შესაბამისად, კამპანიის შექმნის ღირებულებაც შეიძლება საკმაოდ მაღალი გახდეს.

AI კი გარკვეული ტიპის იდეების შემთხვევაში ბრენდს საშუალებას აძლევს იგივე ბიუჯეტი სხვაგვარად გადაანაწილოს.

"როგორც მარკეტერი, ჩემთვის მთავარია, ბიზნესმა საკუთარი მარკეტინგული ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს. თუ იდეის AI-ით ხარისხიანად განხორციელება შეგვიძლია, დაზოგილი რესურსი კამპანიის მასშტაბირებას შეიძლება მოხმარდეს", - ამბობს გიგი კურტანიძე.

მისი თქმით, ძლიერი კრეატივის შექმნა წარმატებული კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტურად მიაღწევს ის სწორ აუდიტორიამდე.

AI როგორც კრეატიული გუნდის ახალი ინსტრუმენტი

გიგი კურტანიძის თქმით, ხელოვნური ინტელექტი არ ნიშნავს არსებული მარკეტინგული ან კრეატიული პროცესების ჩანაცვლებას. მისი აზრით, AI უფრო მეტად ახალი ინსტრუმენტია, რომელიც გუნდებს შესაძლებლობებს უზრდის.

"ჩვენ არ ვუყურებთ AI-ს როგორც ტრადიციული ვიდეო გადაღების ალტერნატივას. ორივეს თავისი ადგილი აქვს. არის კამპანიები, სადაც რეალური გადაღება საუკეთესო გადაწყვეტილებაა და არის იდეები, სადაც AI სრულიად ახალ შესაძლებლობას გვაძლევს. მომავალში, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო სწორედ სხვადასხვა მეთოდის კომბინაციით შექმნილი კამპანიები იქნება", - ამბობს გიგი კურტანიძე.

ის ამბობს, რომ AI-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვადასხვა კრეატიული მიმართულების სწრაფად გამოცდის შესაძლებლობაა. მომავალში ეს ბრენდებს საშუალებას მისცემს, ერთი კამპანიის ფარგლებში შექმნან მეტი ვერსია, სწრაფად შეამოწმონ განსხვავებული იდეები და რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრონ, რომელი მიდგომა მუშაობს უკეთ.

გიგი კურტანიძის აზრით, AI-ის განვითარებასთან ერთად მარკეტინგული გუნდების მუშაობის მოდელიც შეიცვლება. კრეატიული პროცესები გახდება უფრო სწრაფი, მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებული, ხოლო ადამიანების მთავარი როლი კიდევ უფრო მეტად გადავა იდეაზე, სტრატეგიასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე.

AI მარკეტინგის მომავალი და Admagica.ai-ის ხედვა

Admagica.ai-ის მთავარი მიზანი მარკეტინგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კიდევ უფრო გაღრმავებაა.

საერთაშორისო ბაზარზე კომპანია აგრძელებს SaaS პლატფორმის განვითარებას, რომელიც ელ. კომერციის ბიზნესებს საშუალებას აძლევს AI აგენტების დახმარებით ავტომატიზებული გახადონ მარკეტინგული პროცესების ნაწილი და უფრო სწრაფად შექმნან მაღალი ეფექტიანობის სარეკლამო კამპანიები.

ამავდროულად, საქართველოში ბრენდებთან მუშაობა კომპანიას საშუალებას აძლევს უშუალოდ რეალურ კამპანიებში გამოცადოს ახალი AI შესაძლებლობები და შექმნას უფრო მასშტაბური ვიდეო პროექტები.

გიგი კურტანიძის თქმით, ეს ორი მიმართულება ერთ საერთო ხედვას ემსახურება.

"ჩვენი მიზანია, Admagica საერთაშორისო ბაზარზე გავზარდოთ როგორც AI მარკეტინგული SaaS პლატფორმა და პარალელურად საქართველოში შევქმნათ კიდევ უფრო მასშტაბური AI კამპანიები წამყვან ბრენდებთან. გვინდა ტექნოლოგია რეალურ მარკეტინგულ გამოცდილებასთან გავაერთიანოთ და კომპანიებს AI-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაში დავეხმაროთ", - ამბობს გიგი კურტანიძე.

მისი აზრით, მომდევნო წლებში კონკურენტული უპირატესობა აღარ იქნება მხოლოდ ის, იყენებს თუ არა კომპანია ხელოვნურ ინტელექტს. მთავარი კითხვა გახდება, რამდენად სწორად შეუძლია მას AI-ის ინტეგრირება საკუთარ მარკეტინგულ პროცესებში და რამდენად ეფექტურად იყენებს ტექნოლოგიას დროის, ბიუჯეტისა და კრეატიული შესაძლებლობების გასაზრდელად.

"ჩვენი მიზანია შევქმნათ ტექნოლოგია და კამპანიები, რომლებიც ბიზნესს რეალურ შედეგს მოუტანს. AI ძალიან სწრაფად ვითარდება და ვფიქრობ, ახლა მხოლოდ დასაწყისს ვხედავთ იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვნად შეცვლის ის მარკეტინგული გუნდების ყოველდღიურ მუშაობას", - ამბობს გიგი კურტანიძე.

Admagica-ს AI მარკეტინგული სერვისებით დაინტერესებულ კომპანიებს გუნდთან დაკავშირება შეუძლიათ ელ. ფოსტაზე: hello@admagica.ai